|
2018-05-04 17:52:58, 1793 ნახვა
სამართალი
სადახლო-საავტომობილოზე არადეკლარირებული ოქრო და სიგარეტი აღმოაჩინეს
აბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 11478,08 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნივთები აღმოაჩინეს. საქონელი საერთო წონით 21,75 გრ. სომხეთიდან შემომავალ რუსეთის მოქალაქეს, კ. ი-ს სხეულზე ჰქონდა დამაგრებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 11478,08 ლარის ოდენობით. დღესვე, ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრების მიერ, კიდევ ერთი სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, სომხეთის მოქალაქის, ა.ა-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, უკანა სავარძელსა და გაზის ბალონს შორის დამალული 196 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი YEREVAN აღმოაჩინეს. სსკ 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ა.ა-ს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარი, ასევე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)