|
2015-05-24 17:37:01, 1228 ნახვა
სამხედრო
პრეზიდენტი ქართულ–ამერიკული სამხედრო სწავლების დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაზიანში ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამხედროებმა ერთობლივი სწავლების დასრულება საჩვენებელი წვრთნით აღნიშნეს. ქართველმა და ამერიკელმასამხედროებმა საჩვენებელი წვრთნის დროს ამერიკული „ბრედლებით“ და ქართულ შეიარაღებაში არსებული ქსმ2-ებით შეტევითი ოპერაციაგანახორციელეს. საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ მიწვეულმა სტუმრებმა სამხედროებისგან ადგილმდებარეობის მაკეტზე ტაქტიკური სიტუაციისანალიზი მოისმინეს. საზეიმო ცერემონიის დაწყებისას საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმამიულოცეს. „გახსოვდეთ, რომ თქვენი პროფესიონალიზმი და შემართება მოქალაქეების მშვიდობიანი არსებობის გარანტიაა“-ასე მიმართა უმღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო მოსამსახურეებს. „ეს სწავლებები წინ წაწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და იმ მიზანს, რომელიც ჩვენმა ხალხმა თავისიგადაწყვეტილებით მიიღო. მიზანს, რომელიც მთავრდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებით უფრო რეალურს, უფრო ხელშესახებს გახდის. იმისთვის,რომ ეს სწავლება შემდგარიყო, არაერთმა ადამიანმა პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმადამიანს, ვინც ჩართული იყო უმაღლეს პოლიტიკურ დიპლომატიურ სამთავრობო დონეზე, იმისთვის, რომ ეს ისტორიული სწავლება შემდგარიყოსაქართველოს მიწაზე, მაგრამ ყველაზე დიდი წვლილი იმაში, რომ დღეს ჩვენ ამ სწავლებას ერთად ვატარებთ და წინ ვწევთ რეგიონის უსაფრთხოებასაც,არის იმ ადამიანებში, ვისაც აცვიათ ფორმა და ვინც ემსახურება როგორც საქართველოს, ისე გლობალურ მშვიდობას წლების განმავლობაში. ის ადამიანები, ვინც დღეს ერთობლივად ახორციელებენ სწავლებას, მათი მეგობრები, მათი თანამებრძოლები, რეალურად გლობალურ სიმშვიდეს იცავენურთულეს ვითარებაში. ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით. იმ გამბედაობით, რითაც იცნობენ ქართველ ჯარისკაცებს ამერიკელი თუნატოს სხვა ქვეყნების ჯარისკაცები და ამ სიამაყით პოლიტიკოსები, დიპლომატები მსოფლიოში დავდივართ. ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებულიძალების პროფესიონალიზმით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ დღეების განმავლობაში და ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცების პიროვნული თვისებებით", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ჩატარდა და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NღF) მონაწილეობისთვისმზადყოფნის ამაღლებას ისახავდა მიზნად. ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისურთიერთთავსებადობის გაზრდას NღF-ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას. სწავლებაში მონაწილეობას იღებდა დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. გიორგი მარგველაშვილმა 5 ქართველი და 5 ამერიკელი ჯარისკაცი სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ვერცხლის მედალიონებით დააჯილდოვა
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა
ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ
კობახიძე- ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)