|
2018-05-04 13:46:17, 2413 ნახვა
მსოფლიო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს. "მიმდინარე წლის 2 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა. კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს. თავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემის გამოსასწორებლად, სააგენტოსთან ერთად ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ავიაკომპანიებისა და საავიაციო საწარმოებისთვის, ოპერატორებისთვის და ავიასპეციალისტებისთვის ამჟამად მუშაობს შემდეგი ელ. მისამართები: safety@gcaa.ge; flightstandards@gcaa.ge; air@gcaa.ge; cds@gcaa.ge; office@gcaa.ge; საერთაშორისო საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელების და სხვა ალტერნატიული საშუალებებით სააგენტომ უკვე უზრუნველყო ყველა საჭირო ადრესატის ინფორმირება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში. საავიაციო საწარმოებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მომსახურების გაწევა გრძელდება შეფერხების გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)