|
2015-05-24 17:09:13, 1234 ნახვა
სამხედრო
გიორგი მარგველაშვილი: ქართველები ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით ვამაყობთ
საქართველოს პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გიორგი მარგველაშვილი ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების დახურვის საზეიმო ცერემონიალს დაესწრო და 5 ქართველი და 5 ამერიკელი სამხედრო დააჯილდოვა. "ეს სწავლებები წინ წაწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და იმ მიზანს, რომელიც ჩვენმა ხალხმა თავისი გადაწყვეტილებით მიიღო. მიზანს, რომელიც მთავრდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებით უფრო რეალურს, უფრო ხელშესახებს გახდის. იმისთვის, რომ ეს სწავლება შემდგარიყო, არაერთმა ადამიანმა პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა საქართვლოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება. "ის ადამიანები, ვინც დღეს ერთობლივად ახორციელებენ სწავლებას, მათი მეგობრები, მათი თანამებრძოლები, რეალურად გლობალურ სიმშვიდეს იცავენ ურთულეს ვითარებაში. ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით. იმ გამბედაობით, რითაც იცნობენ ქართველ ჯარისკაცებს ამერიკელი, თუ ნატოს სხვა ქვეყნების ჯარისკაცები და ამ სიამაყით პოლიტიკოსები, დიპლომატები მსოფლიოში დავდივართ. ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ დღეების განმავლობაში და ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცების პიროვნული თვისებებით," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა
ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ
კობახიძე- ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)