|
2018-05-03 16:55:06, 2464 ნახვა
მსოფლიო
სირიაში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა
სირიაში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 მფრინავი გრდაიცვალა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება. "ორივე მფრინავი, რომელიც ავიაგამანადგურებელს მართავდა ადგილზე დაიღუპა. ისინი ბოლო წუთამდე ცდილობდნენ ავიაკატასტროფა თავიდან აერიდებინათ, თუმცა ამაოდ", -ნათქვამია უწყების განცხადებაში. მედია საშუალების ინფორმაციით, ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა როდესაც ავიაგამანადგურებელი ჰმეიმიმის აეროდრომიდან აფრინდა. წინასწარი მონაცემებით, ავიაგამანადგურებლისთვის ცეცხლი არავის გაუხსნია და სავარაუდოდ მის ძრავში მფრინველი მოხვდა. ცნობისთვის, სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ბოლო ფაქტი მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირდა. თვითმფრინავის ბორტზე 33 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ყველა პირი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)