|
2018-05-03 14:26:46, 1549 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: პრეზიდენტმა კითხვებს ვერ გაუძლო, გაბრაზდა და წავიდა
პრეზიდენტს შეეძლო, ბოლოს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს 5 წლის თავზე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო დღისთვის გვირგვინი დაედგა, მაგრამ მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტის მიერ გუშინდელი დებატების დატოვება. წულუკიანმა პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ნეგატიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ მარგველაშვილმა ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე არ ისაუბრა. „ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა გუშინდელი თავისი საპარლამენტო დღე როგორც დაიწყო ცუდად ისე დაასრულა ცუდად, რადგან პარლამენტი გახლავთ ხელისუფლების შტო, მას აქვს თავისი რეგლამენტი, რომელიც არის საკანონმდებლო აქტი, მასში ძალიან ზუსტად არის გაწერილი ვის, როდის, რისი უფლება აქვს დებატებისას თუ საპარლამენტო გამოსვლისას და რეალურად პრეზიდენტს ჰქონდა შესაძლებლობა რომ მოესმინა ყველა შეკითხვა, მათ შორის მწვავე კრიტიკის კონტექსტში დასმული და ბოლოს, ბოლო სიტყვის სახით ყველა კითხვისთვის გაეცა პასუხი და ეთქვა ის, რისი თქმაც მას სურდა დეპუტატებისთვის. მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, რაც სამწუხაროა. მათ შორის იყო საკითხები, რომელიც ყველას გვაწუხებს, მათ შორის შეწყალების საკითხი, მოქალაქეობაზე დაუსაბუთებელი უარი ჩვენი სამშობლოს შვილებისთვის, რომლებიც უცხოეთში არიან გადახვეწილი და სურთ დაიბრუნონ ქვეყნის მოქალაქეობა, რის საშუალებასაც პრეზიდენტი მათ არ აძლევს. ბევრი სხვა ის საკითხი რასაც ის უნდა შეხებოდა და არ შეეხო, მაგრამ შეეძლო ბოლოს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს 5 წლის თავზე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო დღისთვის გვირგვინი დაედგა, მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, რაც დასანანია. მან კითხვებს ვერ გაუძლო, მოინდომა რეგლამენტი მასზე მოერგო მაშინვე, რეგლამენტი მას არ მოარგეს, გაბრაზდა და წავიდა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)