|
2018-05-03 10:45:08, 1455 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ევროსაბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი საქართველოში, არ არის სამართლებრივად მოქმედი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოში არსებულ კონფლიქტზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროსაბჭოს ქვეყნებმა ამ გადაწყვეტილებით დაადასტურეს, რომ რუსეთის ყველა ქმედა საქართველოს ტერიტორიაზე არის უკანონო. „ჩვენ მივესალმებით ევროსაბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, საკითხზე „კონფლიქტი საქართველოში“. ეს არის, ჩვენი სწორი, საგარეო და შიდა პოლიტიკის დადასტურება. მოგეხსენებათ, რომ 2014 წლის შემდეგ აქტიურად განიხილება ევროსაბჭოს ფორმატში და სხვა საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომაროება, რაც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციისთვის. ევროსაბჭოში მიღებული გადაწყვეტილებები 2014 წლის შემდეგ წარმოადგენს ძალიან მკაფიო საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას რუსეთის, როგორიც კონფლიქტის მხარის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე და არსებულ ვითარებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროსაბჭოს ქვეყნები ადასტურებენ, რომ რუსეთის არც ერთი უკანონო აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ არის სამართლებრივად მოქმედი და არ აქვს მას იურიდიული შედეგი. ასევე ისინი გამოხატავენ შეშფოთებას არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფაზე და ადამიანების უკანონო გატაცებასა და დაკავების სხვა ფაქტებზე“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ევროსაბჭო მიესალმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პაკეტს და ამ ინიციატივას ღია მხარდაჭერას უცხადებს. „გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის ეს ინიციატივა წარმოადგენს ნათელ მაგალითს სამშვიდობო პოლიტიკის და ომით დაშორიშორებული მოსახლეობის შორის ნდობის აღდგენის მტკიცე ნებას. ევროსაბჭოს, ისევე როგორც საქართველოს სხვა პარტნიორების მხრიდან ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის აღიარება უმნიშვნელოვანესია შემდგომში მისი ეფექტური განხორციელებისთვის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)