|
2018-05-03 10:29:00, 2103 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების ნორმალიზებაში შეტანილი წვლილისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. Theguardian-ის ცნობით, იდეის ინიციატორები რესპუბლიკელი კონგრესმენები არიან. „ჩვენ ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში უფრო მეტ პროგრესს, ვიდრე ობამას პრეზიდენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ეს არის მსოფლიოში ტრამპის ლიდერობის პირდაპირი შედეგი“, - განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ლუკ მესერმა. მესერის ინიციატივას კიდევ 17 რესპუბლიკელი შეუერთდა. ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე 2019 წელს იქნება წარდგენილი, ვინაიდან მიმდინარე წელს განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელ პრეზიდენტებს შორის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში აქვთ ბარაკ ობამას, თეოდორ რუზველტსა და ვუდრო ვილსონს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)