|
2018-05-02 18:54:19, 2460 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა საკუთარი ჯანმრთელობის ცნობა თავად დაწერა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2015 წელს ჯანმრთელობის ცნობა თავად დაწერა, - ამის შესახებ CNN იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 2015 წელს, დონალდ ტრამპმა თავისი ექიმის ჰაროლდ ბორნშტეინის სამედიცინო ბარათი დაარედაქტირა და მას სთხოვა, ცნობაზე ხელი მოეწერა. "ის ყველაფერს კარნახობდა. მე მონაწილეობას არ ვიღებდი. უბრალოდ ვეუბნებოდი, შესაძლებელია ამის თქმა ასე, თუ არა", - აღნიშნა ექიმმა. მისი თქმით, დოკუმენტი ყოველთვის იწვევდა ეჭვს, რადგან არაპროფესიონალური ტერმინებით იყო დაწერილი. მედიის ცნობით, სამედიცინო ბარათში ეწერა, რომ პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატის ფიზიკური ძალა და გამძლეობა "ექსტრაორდინალურია" და რომ ტრამპის არტერიუალური წნევა "იდეალური" იყო. ცნობისთვის, ტრამპმა სამედიცინო გამოკვლებვა პრეზიდენტობის რანგში პირველად მიმდინარე წლის 12 იანვარს ჩაიტარა. მაშინ ექიმმა განაცხადა, რომ "ის სრულად ჯანმრთელია".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)