|
2018-05-02 12:21:17, 2264 ნახვა
მსოფლიო
მაროკომ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
მაროკომ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზად ოფიციალური თეირანის მიერ „პოლისარიოს ფრონტისთვის“ გაწეული სამხედრო დახმარება გახდა. მედიის ცნობით, მაროკოს ხელისუფლების აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც დასავლეთ საჰარის ტერიტორია ესპანელმა კოლონიზატორებმა დატოვეს, "პოლისარიო ფრონტმა" ამ ადგილისთვის პარტიზანული ბრძოლა დაიწყო. მაროკოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ირანი "პოლისარიო ფრონტს" სამხედრო დახმარებას უწევს და "ჰეზბოლას" დახმარებით აფინანსებს. Reuters-ი წერს, რომ მაროკომ ირანის დედაქალაქში საელჩო უკვე დახურა. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მარკო წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობას ირანთან. პირველად ურთიერთობები 2009 წელს გაწყდა, თუმცა 2014 წელს ეს ურთიერთობები აღდგა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)