|
2018-05-02 10:33:22, 1521 ნახვა
სამხედრო
საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველო და ისრაელი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროს, განსაკუთრებით კი სამხედრო განათლების, რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის მიმართულებებს ითვალისწინებს. სწორედ, ამ მიზნით, ლევან იზორიას თელავივში ოფიციალური ვაზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. ქართველ კოლეგას ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. ლევან იზორიამ მასპინძელ მხარეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე ისრაელისგან რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის, ასევე საშუალო განათლების დაწესებულებებში სამოქალაქო თავდაცვის სწავლების მეთოდების შესახებ გამოცდილებას გაიზიარებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების შესწავლის ინსტიტუტშიც იმყოფებოდა. ვიზიტის დროს ასევე, იგეგმება შეხვედრა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან მეირ შაბათთან, ასევე იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მუზეუმის მონახულება.
(NS)
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)