|
2018-05-02 09:58:16, 1939 ნახვა
სამართალი
შსს-მ „თავისუფლების მოედანთან“ მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი - 2000 წელს დაბადებული თ.ე. და ასევე 2000 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 1 მაისს თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1989 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და 1999 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)