|
2018-05-01 12:57:01, 1938 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო თამბაქოზე: ახალი რეგულაციით წელიწადში 10 000-ით ნაკლები ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით წელიწადში 10 000-ით ნაკლები ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს. მინისტრის თქმით, რეგულაცია, რომელიც დღეს ძალაში შევიდა განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია მოქმედებს. სერგეენკომ განმარტა, რომ ახალი რეგულაცია ჯერადობით ამცირებს თამბაქოთი გამოწვეულ ზიანს. "საქართველოში ცალკე კვლევა ჩატარდა, რომელმაც ქვეყნის მასშტაბებზე გადათვალა თუ რა შედეგბს მივიღებთ ამ ტიპის რეგულაციით და ეს შედეგია, რომ ახალი რეგულაციით წელიწადში 10 000-ით ნაკლები ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს. შესაბამისად ეს არ არის მხოლოდ აკრძალვა, ეს არის ჩვენ მოქალაქეებზე ზრუნვა", - განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, აღსრულების ადმინისტრირებისთვის მნიშვნელოვანია დაწესებულებებში პასუხისმგებელმა პირებმა მოუწოდონ მოქალაქეებს კანონი დაიცვან. "რაც შეეხება აღსრულებას კანონი უნდა დაიცვს ყვველამ. თავისთავად კანონის არსებობა არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემა ერთ დღეში მოგვარდება. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხარდაჭერა, რომლის 80% ამ კანონს ემხრობა. აღსრულების ადმინისტრირებისთვის მნიშვნელოვანია დაწესებულებებში პასუხისმგებელმა პირებმა ზრდილობიანად მოუწოდონ მოქალაქეებს კანონი დაიცვან, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში უკვე არსებობს გზა, რომლითაც კანონდამრღვევებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება", - აღნიშნა სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ დღეიდან, თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც. ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)