|
2018-05-01 10:22:03, 2749 ნახვა
მსოფლიო
დღეს სომხეთის პარლამენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აირჩევს
დღეს სომხეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის არჩევნები გაიმართება. ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანია სომხეთის პარლამენტი სპეციალურ სხდომას გამართავს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხზე იმსჯელებენ. სხდომის პარალელურად, ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები რესპუბლიკის მოედანზე აქციას გეგმავენ. ფაშინიანის კანდიდატურა მისმა პარტიამ „იელქმა“ წარადგინა, ხოლო კიდევ ორმა ფრაქციამ - „წარუკიანმა“ და „დაშნაკცუთიუნმა“ მას მხარი დაუჭირეს. საერთო ჯამში ამ სამ ფრაქციას 105-ადგილიან პარლამენტში 47 მანდატი აქვს, პრემიერის პოსტზე ასარჩევად კი 53 ხმაა საჭირო. შესაბამისად, პრემიერის თანამდებობაზე ასარჩევად ფაშინიანს მმართველი რესპუბლიკური პარტიის სულ მცირე 6 დეპუტატის ხმა დასჭირდება. რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი ორგანოს წევრის ედუარდ შარმაზანოვის თქმით, გადაწყვეტილებას ისინი ნიკოლ ფაშინიანის პროგრამის მოსმენის შემდეგ მიიღებენ. როგორც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა განაცხადა, ის პარლამენტის მიერ არჩეულ კანდიდატს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)