|
2018-04-30 18:35:11, 1320 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებული ძალები 27 წლის იუბილეს სიახლეებით შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალები 27 წლის იუბილეს სიახლეებით ხვდება. IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენა მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს პირველად ჰქონდათ საშუალება ეხილათ საქართველოს შეიარაღებული ძლების რესურსებით აწყობილი ცეცხლმაქრი, მსუბუქად შეჯავშნული მანქანა. 2017 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრებიდან მიღებულმა გამოცდილებამ, დღის წესრიგში მუხლუხიანი მაღალი გამავლობის სპეციალური ტექნიკის შექმნა დააყენა, რომელიც რთულ რელიეფში ხანძრის კერებთან მიახლოებას და მის ლოკალიზებას შეძლებდა. მსუბუქად შეჯავშნული სახანძრო ტექნიკა 3 ტონიანი წყლის ავზით, წყლის გამტყორცნ-გამფრქვევი მოწყობილობით, საბულდოზერო მოწყობილობით და შემავსებელი გადასატანი მოტო-ტუმბოთია აღჭურვილი. ტექნიკა დამატებით აღიჭურვა კავშირგაბმულობის სისტემით. მოწვეულ სტუმრებს ასევე, საშუალება ჰქონდათ ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი ჯაველინი დაეთვალიერებინათ. ჯაველინი არის უახლესი ჭკვიანი მართვადი ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა, რომლის შეძენის სურვილი საქართველოს 10 წელზე მეტია გააჩნდა, თუმცა მისი შესყიდვა მხოლოდ გასული წლის ბოლოს გახდა შესაძლებელი. პარტნიორმა ქვეყანამ ამ ნაბიჯით აღიარა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და განხორციელებული წარმატებული რეფორმები, რაც მთლიანობაში აშშ-ს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ არსებული მაღალი ნდობის ხარისხით არის განპირობებული.
(NS)
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)