15:32 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 13:52:48, 2176 ნახვა

მსოფლიო
მორიგი ტერაქტი ავღანეთში - დაღუპულია 11 მოსწავლე

ავღანეთის პროვინცია კანდაგარში თვითმკველი ტერორისტის თავდასხმის შედეგად სკოლის 11 მოსწავლე დაიღუპა, - ამის შესახებ Tolo News იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე  რუმინელი ჯარისკაცების კონვოი იყო, რომლებიც ავღანეთში ნატო-ს მისიის ფარგლებში იმყოფებიან.

მედიის ცნობით, აფეთქების დროს 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

ამასთან, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ცნობისთვის, დღეს დილით ავღანეთში ორმაგი ტერაქტი უკვე მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics