02:24 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 12:41:13, 1488 ნახვა

კომენტარი
ვეს მიტჩელი: აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს გზას ნატოსკენ და ევროკავშირისკენ

მე მქონდა პატივი, მარტში მესაუბრა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან, რომელმაც მომიწვია საქართველოში ჩემთვის ხელსაყრელ დროს და მეც ჩამოვედი, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს გზას ნატოსკენ და ევროკავშირისკენ.

„ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში - ქვეყანაში, რომელსაც მე დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდები და რომლითაც მოხიბლული ვარ. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანო ამ ღონისძიების გახსნაში, რომელიც ეძღვნება საქართველოს ურთიერთობებს ნატოსთან. ბოლო ორი დღე ბრიუსელში გავატარე სახელმწიფო მდივან პომპეოსთან ერთად, სადაც მონაწილეობა მივიღეთ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში. შეხვედრების დროს მან ხაზგასმით აღნიშნა ის, რასაც მე დღეს აღვნიშნავ - ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მის გზაზე ნატოსკენ და ევროკავშირისკენ", - განაცხადა ვეს მიტჩელმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics