|
2018-04-29 14:51:55, 2373 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება
სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის დუმის დეპუტატებს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა. ადგილობდრივი მედიის ცნობით, რუსი პარლამენტარების დელეგაციას რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი ხელმძღვანელობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფაშინიანმა მედიას განუცხადა, რომ რუსეთის და სომხეთის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება. „ჩვენ შევხვდით დუმის დეპუტატებს. მათ ჰქონდათ კითხვები და ჩვენ ვუპასუხეთ. მთავრი გზავნილი ის არის, რომ ეს პროცესი რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური შეთქმულება არ არის. რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება.“ – განაცხადა ფაშინიანმა. ერევნის მცხოვრებლებმა მმართველი რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განაახლეს. აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, სადაც მთავრობის შენობა მდებარეობს. ამასთან, რამდენიმე ათეული სტუდენტი საავტომობილო გზაზე დაჯდა და მოძრაობის შეფერხებას შეეცადა საპროტესტო აქციების ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა ორდღიანი შესვენების შემდეგ, დედაქალაქის მოსახლეობას ერევანში 12:00 საათიდან მოქმედებების განახლებისკენ მოუწოდა.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)