|
2018-04-27 14:19:30, 2558 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის თანახმადაც 65-წლიანი კონფლიქტი ფორმალურად დასრულდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ორივე მხარის მოსახლეობა საზღვარზე გადასვლას შეფერხების გარეშე შეძლებს. "ჩვენ ერთნი ვართ, ჩვენში ერთი სისხლი ჩქეფს და არ შეიძლება გაყოფილები ვიყოთ. მჯერა, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი მომავალში გაერთიანდებიან", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა. მისივე თქმით, ჩდილოეთ კორეამ ბირთვულ იარაღზე მუშაობა დაასრულა და მას ცდების ჩატარება აღარ მოუწევს. ამასთან, ლიდერების ერთობლივი განცხადების თანახმად, კორეის ნახევარკუნძულზე ომი აღარ იქნება და ქვეყნებმა ახალი ერა დაიწყეს. ასევე, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებმა პანმუნჯომიში ფიჭვი დარგეს. 1953 წელს ამოსული ხე, რომელიც სიმბოლურად ამავე წელს დასრულებული ომის შედეგად ორად გაყოფილი ნახევარკუნძულის კვლავ გაერთიანებას განასახიერებს. კიმ ჩენ ინმა და მუნ ჯე ინმა ხეს ორივე ქვეყნის ნიადაგიდან აღებული მიწა მიაყარეს და ორი მდინარის წყლით მორწყეს. აღსანიშნავია, რომ 1953 წლის ომის შემდეგ კომუნისტური ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პირველად ჩავიდა სამხრეთ კორეაში.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)