|
2018-04-26 19:36:02, 2466 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში ახალი პრემიერის დანიშვნის საკითხს პარლამენტი 1 მაისს განიხილავს
სომხეთში ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის საკითხი პარლამენტის საგანგებო სხდომაზე 1 მაისს განიხილება, - ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არა ბაბლოიანმა განაცხადა. ბაბლოიანის ინფორმაციით, პარლამენტის სხდომა ადგილობრივი დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული. ამასთან, "რესპუბლიკურ პარტიას" ჯერ არ დაუსახელებია პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი, თუმცა, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი პრემიერობის კანდიდატად, კარენ კარაპეტიანის დაასახელებდა, რომელიც ახლა პრემიერის მოვალეობების შემსრულებელია. ცნობისთვის, ერევანში ანტისამთავრობო აქციების მორიგი ტალღა გრძელდება. აქციის მონაწილეები, მმართველი გუნდის გადადგომას და პრემიერის თანამდებობაზე ოპოზიციონერი დეპიტატის ნიკოლ ფაშინიანის დანიშვნას ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)