|
2018-04-26 16:17:57, 1541 ნახვა
კომენტარი
თინა ხიდაშელი - ერთადერთი, ვისთვისაც ივანიშილის დაბრუნება ცუდია, გიორგი კვირიკაშვილია
„ერთადერთი, ვისთვისაც ბიძინა ივანიშილის დაბრუნება ცუდია ის არის, ვინც ამის შესახებ გვამცნო“, - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას. როგორც ხიდაშელი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ივანიშვილის ეს ნაბიჯი სწორი, მაგრამ დაგვიანებულია. „ჩემი დაბრუნება რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი... ღმერთმა ნუ ქნას, ჩემი დაბრუნება. მეორედ მოსვლას ვადარებ ამას...რაღაც უბედურება უნდა მოხდეს", - თქვა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 2015 წლის იანვარში. მერე თქვა "მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენს, ხელისუფლებას უზურპაცია მოხდება". ასე ფიქრობდა ბატონი ივანიშვილი, მე კი მგონია რომ ეს გადაწყვეტილება ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ სწორია. ის საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და შესაბამისად, პასუხისმგებლობა აიღოს ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც, საჯარო სივრცეში იყოს, კითხვებს პასუხი გასცეს... კარგი ამბავია პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებისთვის დღევანდელი გადაწყვეტილება. ერთადერთი ვისთვისაც ეს ცუდია ის არის ვინც გვამცნო ამის შესახებ. დღეს ქვეყნის პრემიერმა უკვე ღიად გვითხრა ის რაც აქამდეც ვიცოდით, რომ ის პოლიტიკაში არ არის, არაფერს ეკითხებიან საკუთარ გუნდში, ავტორიტეტი არ ყოფნის, და დღეიდან უკვე გააფორმა საკუთარი სტატუსი. ეს კი ცალსახად ცუდი ამბავია. პრემიერია მაინც. საკუთარ გუნდში უავტორიტეტო პრემიერი, რომელსაც როგორც თავად გვითხრა საერთო ღირებულებების მქონე ზაზა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ მიუთითა "ყოჩები და ბელადები" არ უნდა ვეძებოთო“, - წერს თინა ხიდაშელი. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება. როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)