15:35 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 14:03:13, 1687 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: არავის გადაყენება და გაშვება არ იგეგმება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მმართველ გუნდში არავის გადაყენება არ იგეგმება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც გადაწყდება, ვის რა ფუნქცია ექნება.

"არავის გადაყენება არ იგეგმება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის გაშვება არ იგეგმება. როგორც გითხარით, ყველაფერს აქვს თავისი წესი და შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ ამ წესის შესაბამისად. პოლიტსაბჭო იმსჯელებს და რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, შემდეგ ეს ყველაფერი წარდგენილი იქნება ყრილობაზე. ყრილობა გაიმართება ალბათ, მაისის დასაწყისში. ვინ იქნებიან პოლიტსაბჭოს წევრები, ამასაც უახლოეს მომავალში გაიგებთ. დღეს იყვნენ ბიუროს წევრები ძირითადად წარმოდგენილი. უახლოეს დღეებში ასევე გაიმართება უმრავლესობის სხდომა", - განაცხადა თბილისის მერმა.

მანვე დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობდა.

"ამაზე საუბარი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. პრემიერს არაერთხელ ჰქონია შეთავაზება და საუბარი მის პარტიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მემგონი ძალიან კარგია ეს გადაწყვეტილება ზოგადად, წაადგება ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობას", - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.  როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics