|
2018-04-26 10:21:35, 1698 ნახვა
სამართალი
შსს-ში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ნათია მეზვრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამინისტროს ხედვები გააცნო. შეხვედრის მონაწილეებს შორის შემაკავებელი და დამცავი ორდერების მოთხოვნათა დარღვევაზე კანონმდებლობის გამკაცრების, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევის, გენდერული ნიშნით მკვლელობის და მსხვერპლის მიერ ჩვენების შეცვლის თავიდან ასაცილებლად საკანონმდებლო რეგულაციების თემებზე დისკუსია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებს მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)