|
2018-04-25 20:58:47, 2556 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა სომეხთა გენოციდი აღიარა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომეხთა გენოციდი აღიარა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. როგორც ტრამპმა აღნიშნა სომხების გენოციდი მე-20 საუკუნის ყველაზე შემაძრწუნებელი დანაშაულია. "დღეს ჩვენ ვიხსენებთ მათ ვინ გენოციდის დროს დაიღუპა და დაშავდა. ეს მე-20 საუკუნის ყველაზე საშინელი დანაშაულია. ვუერთდები სომეხთა დიასპორას ამერიკაში და მთელ მსოფლიოში. ვგლოვობ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას",-განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, მსოფლიოს უნდა ახსოვდეს მასობრივი მკვლელობების შემსრულებლები, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. ცნობისთვის, თურქების მიერ სომხების გენოციდი აღიარეს: რუსეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ბელგიამ, შვეიცარიამ, საბერძნეთმა, ვატიკანმა, ჩილემ, შვედეთმა, პოლონეთმა, ავსტრიამ, ნიდერლანდებმა, სლოვაკეთმა, კვიპროსმა, ლიტვამ, ლუქსემბურგმა, არგენტინამ, ვენესუელამ, ბრაზილიამ, ბოლივიამ, ლიბანმა და აშშ-ის 44 შტატმა. თურქეთი ბრალდებებს უარყოფს. შეგახსენებთ, რომ სომხების გენოციდი 1915 წლის 24 აპრილს დაიწყო.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)