|
2018-04-25 16:19:38, 2456 ნახვა
მსოფლიო
ერევანში მომიტინგეებმა აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს
ერევანში მომიტინგეებმა ქალაქის აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეება ასევე ცენტრალური მაგისტრალიც გადაკეტეს, რომელიც ერევანს ქალაქ სევანთან და დილიჟანთან აკავშირებს. მომიტინგეები "რესპუბლიკური პარტიის" გადადგომას ითხოვენ. ამასთან, მათ არ სურთ, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ამჟამმინდელი მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი დანიშნოს. ამასთან, ერევანში რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობაა განთავსებული, ჯავშანტექნიკის მობილიზება ხდება. აქციის მონაწილეების ნაწილი მმართველი გუნდის სათაო ოფისისკენ მიემართება. მოედნისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტილია. აღსანიშნავია, რომ ანტისამთავრობო აქციები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში იმართება, მათ შორის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)