|
2018-04-25 15:41:51, 1554 ნახვა
კომენტარი
გვარამია: ივანიშვილი ყოველდღიურ რეჟიმში მოითხოვდა პატარკაციშვილის ლამის დახვრეტას და იმედის მიწასთან მოსწორებას
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარიამია ერეკლე კოდუას პასუხისგებაში მიცემის ფაქტს ეხმაურება. როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, ერეკლე კოდუამ ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება თავიდან აარიდა და მისი სიცოცხლის ფასად უტყუარი მტკიცებულებები გამოიტანა. „ერეკლე კოდუამ ქვეყანას სახელმწიფო გადატრიალება აარიდა. აი ასე, მარტო მტრის ბუნაგში შევიდა და უტყუარი მტკიცებულებები გამოიტანა. სიცოცხლის რისკის ფასად. არ იზამდა და იქნებოდა დღეს ბადროკრატია საქართველოში. და გამოიცანით პირველივე ხეზე ვის ჩამოახრჩობდა პატარკაციშვილი - ბიძინა ივანიშვილს! და ეს მშვენივრად იცოდა ივანიშვილმა და ყოველდღიურ რეჟიმში მოითხოვდა ბადრის ლამის დახვრეტას და იმედის მიწასთან მოსწორებას (იმედია, არ იკითხავთ, მე საიდან ვიცი). ასე რომ, კოდუას უნდა უმადლოდეს ბიძინა, რომ ცოცხალია და დღეს ხეებს ეზოში რგავს და არა ზედ ჩამომხრჩვალი კონწიალობს. ესაა ჩემი კომენტარი“, - წერს გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ერეკლე კოდუა პასუხისგებაში მისცა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოდ-ის ყოფილ უფროსს, 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტს ედავებიან.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)