14:50 - 18 Aug, 2026
|
2018-04-25 12:16:49, 2272 ნახვა
მსოფლიო
ერევანში ანტისამთავრობო აქციები განახლდა (LIVE)
ერევანში მორიგი აქციების ტალღა დაიწყო, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციები ადგილობრივი დროით 11:00 საათზე განახლდა. მომიტინგეები რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც პოლიციას გზები აქვს გადაკეტილი. სამართალდამცველები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების შენობებთან არიან განლაგებული. მოედანზე სულ უფრო მეტი მოქალაქე იკრიბება. როგორც აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ხელისუფლების წევრებთან შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. "მოლაპარაკებები ჯერ არ დანიშნულა, არავინ დამკავშირებია. მიტინგები ამ დღეების განმავლობაში გაგრძელდება, სანამ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - განაცხადა ფაშინიანმა.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)