14:48 - 18 Aug, 2026
|
2018-04-25 10:40:41, 2094 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს
ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, იმისათვის, რომ სომხეთში მდგომარეობა გამოსწორდეს, პრემიერ-მინისტრად ხალხის მიერ არჩეული კანდიდატი უნდა დაინიშნოს, - ამის შესახებ "სპუტნიკი" იუწყება. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, თუ ხალხის ნება იქნება, ის მზად არის პრემიერის თანამდებობა დაიკავოს. "დიდი ალბათობით ასეც მოხდება. პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ დაინიშნება "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი, მათ შორის არ უნდა დაინიშნოს არც პირველი ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი. მე მხარს ამომრჩეველთა 90% მიჭერს", - განაცხადა ფაშინიანმა. მისივე თქმით, "რესპუბლიკური პარტიის" მმართველობა დასრულდა და ყველა მცდელობა, მათი რეაბილიტაცია განხორციელდეს, უშედეგო იქნება. მედია საშუალების ინფორმაციით, სომხეთში ვადამდელი არჩევნები 1-2 თვის ვადაში ჩატარდება.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)