|
2018-04-24 18:55:31, 2319 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო ევრაზიის კავშირის ქვეყნებს: გინდათ თქვათ, რომ ჩვენ არ ვართ დამნაშავე იმაში, რაც სომხეთში მოხდა?
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს შეეძლოთ სომხეთის მთავრობას დახმარებოდნენ და არ დაეშვათ რესპუბლიკაში ვითარების დაძაბვა, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ ქვეყნები ერთმანეთს მხარს არ დაუჭერენ, მაშინ „მათ სათითაოდ გატეხენ“. „მალე სპეციალისტები რუსეთში, ჩვენთან, ყაზახეთსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა წევრ ქვეყნებში დაიწყებენ სომხეთში არსებული ვითარების განხილვას. გინდათ თქვათ, რომ ჩვენ არ ვართ დამნაშავე იმაში, რაც სომხეთში მოხდა?“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რომ მზადაა, სომეხ ხალხს გვერდში დაუდგეს. „სომეხ ხალხს ვუსურვებ დიდი ხნით არ გაერთონ ამ სიტუაციით. მთავრობის შეცვლა მარტივია. მთავარია, ამ ცვლილებამ სედეგი მოიტანოს. ვისურვებ, რომ განათლებულმა და ნიჭიერმა ერმა ამ სიტუაციასთან გამკლავება შეძლოს“,- აღნიშნა ლუკაშენკომ. ასევე, ლუკაშენკომ რუსეთი ბელარუსულ პროდუქტებზე დაწესებული ემბარგოსთვის გააკრიტიკა. „ჩვენი ახლო პარტნიორი ქვეყანა გვიწესებს რძის, ხორცისა და შაქრის პროდუქტებზე ემბარგოს და არ უშვებს თავის ბაზარზე ნატურალურ, ბელარუსულ პროდუქტებს. სწორედ ასეთი სიტუაციების გამო ინგრევა მსოფლიოს სავაჭრო სისტემა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)