|
2018-04-24 10:04:34, 2190 ნახვა
მსოფლიო
ტორონტოში სატვირთო მანქანის ხალხში შევარდნას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 16 დაშავდა
ტორონტოში ფეხით მოსიარულეებს სატვირთო მანქანა შეეჯახა. შეჯახება ხალხმრავალ გზაჯვარედინთან მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. ტორონტოს პოლიციის ცნობით, სატვირთო მანქანა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით, რამდენიმე უბნის დაშორებით მისი შეჩერება და მძღოლის აყვანა მოხერხდა. ტორონტოს პოლიციის უფროსის თქმით, დაკავებული ალეკ მინასიანის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია და მის შესახებ წარსულში არავითარი კრიმინალური ჩანაწერი არ არსებობს. ასევე, ინციდენტის დროს, შემთხვევის ადგილიდან 30 კილომეტრის დაშორებით, 7 ქვეყნის: კანადის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალური შეხვედრა მიმდინარეობდა. როგორც კანადურ ტელეკომპანია CBC-ს მთავრობის წარმომადგენლებმა უთხრეს, არ იკვეთება დაკავებულის არავითარი კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებებთან. მომხდარს უკვე გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო. მისი თქმით, მომხდარის შესახებ ჯერ პირველადი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებითი დეტალები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)