14:48 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-24 09:42:43, 2103 ნახვა

მსოფლიო
„დროა ახალი ისტორია დავწეროთ“,- სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა. 

“რია ნოვოსტის“ ცნობით, პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 130-ე სტატიის საფუძველზე მთავრობა გადაყენებულია“.
სომხეთის პრეზიდენტმა, იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება რამაც ქვეყანა ამ დგომარეობამდე მიიყვანა. 

„ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა. ხალხმა უკეთესი მომავლის რწმენა დაკარგა. სოცილურად მძიმე მდგომარეობამ  და მუდმივად დაუკმაყოფილებლობის გრძნობამ მიიყვანა ხალხი ამ დგომარეობამდე. ეს არის ისტორიული მომენტი სომხეთისთვის. დროა ახალი ისტორია დავწეროთ“,- განაცხადა სომხეტის პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა.

ასევე, მედიის ცნობით,  პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადამდგარ სერჟ სარგსიანს ქვეყანა არ დაუტოვებია. 

ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics