|
2018-04-23 11:42:58, 2333 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი: პუტინი ჭკვიანი ლიდერია, თუმცა დემოკრატიული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის იდეით არის შეპყრობილი
„ვლადიმერ პუტინი ძლიერი და ჭკვიანი ლიდერია, თუმცა ის დემოკრატიული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის იდეით არის შეპყრობილი“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მაკრონმა აღნიშნა, ევროპამ პუტინთან სუსტი მხარეები არ უნდა გამოაჩინოს. „მე პატივს ვცემ მას, ვიცნობ, მინდა მასთან ერთად ვიმუშაო გარკვეულ საკითხებზე, ის ძლიერი პრეზიდენტია, მას უნდა რუსეთი ძლევამოსილი იყოს. თუმცა არსებობს საკითხები რაზეც ვერასდროს შევთანხმდებით. მე და პუტინს დემოკრატია რადიკალურად განსხვავებულად გვესმის“, - განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, ემანუელ მაკრონი სამდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრა დონალდ ტრამპთან. ცნობილია, რომ ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროში თანაშრომლობის გარდა, პრეზიდენტების საუბრის მთავარი თემა სირია, ირანის ბირთვული პროგრამა და რუსეთის საგარეო პოლიტიკა იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)