|
2018-04-20 11:12:21, 2227 ნახვა
მსოფლიო
ანატოლი ბიბილოვმა ბაშარ ასადი ცხინვალში დაპატიჟა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ცხინვალში დაპატიჟა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით „სპუტნიკი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ბიბილოვი სირიის დელეგაციას იალტაში, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა და ოსი ხალხის სახელით სირიას სოლიდარობა გამოუცხადა. „ყურადღებით ვადევნებთ თვალს სირიაში მიმდინარე მოვლენებს. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თანაუგრძნობს სირიელ ხალხს, ვინაიდან კარგად ესმის, რასთან გაქვთ საქმე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობა იზეიმებს და სირიელი ხალხი კვლავ მშვიდობაში იცხოვრებს. ამაში დიდ წვლილს რუსეთის მიერ გამოყოფილი დახმარებაც შეიტანს“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა. „სპუტნიკის“ ცნობით, სირიის ეკონომიკის მინისტრმა, სამარ ალ ხალილმა ბიბილოვთან საუბრისას აღნიშნა, რომ სირიაში სამოქალაქო ომი დასავლეთის აგრესიული ქმდებების ბრალია. „ასი ათასობით რადიკალი, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ჩამოვიდნენსირიის ლეგიტიმურ მთავრობას დაუპირისპირდნენ რათა ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინათ“,- განაცხადა ხალილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)