14:01 - 18 Aug, 2026
|
2018-04-19 19:51:49, 2386 ნახვა
მსოფლიო
ერაყის ავიაციამ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა
ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ BBC ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ აბადის პრესამსახურზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ავიაციამ იერიში სირიისა და ერაყის საზღვართან ახლოს მიიტანა. "იერიშის მიტანა პრემიერ-მინისტრ აბადის განკარგულების მოხდა. ამის მიზეზი კი დაჯგუფების მხრიდან არსებული საფრთხეა, რომელიც ერაყს ემუქრება", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. სააგენტო Reuters წერს, რომ ავიადარტყმებში F-16-ის ტიპის გამანადგურებლები მონაწილეობდნენ. ჯიჰადისტების პოზიციების დაბომბვა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან შეთანხმებით ხდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)