14:00 - 18 Aug, 2026
|
2018-04-19 19:31:38, 2247 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის რადამ პოროშენკოს ინიციატივას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოთხოვნაზე მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატებმა განკარგულების პროექტი მიიღეს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინიციატივას მხრს უჭერს. პოროშენკო მსოფლიო პატრიარქს ბართლომე პირველს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოთხოვნას გაუგზავნის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს ხმა 334-დან 268 დეპუტატმა მისცა. უკრაინის პრეზიდენტმა წერილი მსოფლიო პატრიარქთან 17 აპრილს გაგზავნა. პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ავტოკეფალიის აღდგენა ხელს შეუწყობს რელიგიური ტოლერანტობისა და მრავალკონფესიური საზოგადოების განმტკიცებას. „ეს იქნება არა მხოლოდ მართლმადიდებლობის გამარჯვება, არამედ ეს იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის ფაქტი“, – წერია პრეზიდენტის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)