13:11 - 18 Aug, 2026
|
2018-04-18 10:46:23, 2160 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში გარდაიცვალა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ყოფილ პირველ ლედის ფილტვების ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მან ექიმებთან ვიზიტსა და მკურნალობაზე უარი თქვა და დროს ოჯახურ გარემოში ატარებდა. დღეს საჯარო დაწესებულებებზე, სამხედრო ობიექტებზე, ასევე საზღვარგარეთ ამერიკის საელჩოებზე დროშები დაშვებული იქნება. ცნობისთვის, ბარბარა ბუში აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის მეუღლე და 43-ე პრეზიდენტის დედა იყო. ჯორჯ და ბარბარა ბუშები 73 წლის განმავლობაში იყვნენ დაოჯახებულები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)