|
2018-04-17 18:20:23, 2435 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი: ლიბერალურ დემოკრატიასა და მზარდ ავტორიტარიზმს შორის, „სამოქალაქო ომია“ გაჩაღებული
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეფასებით, ევროპულ ლიბერალურ დემოკრატიასა და მზარდ ავტორიტარიზმს შორის, "სამოქალაქო ომი" მიმდინარეობს, - ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაკრომა ევროკავშირის დემოკრატიის ერთგულებისკენ მოუწოდა. "სიტყვა დემოკრატიის მნიშვნელობის აღსრულება ჩვენ დიდი ბრძოლის შედეგად წარსულიდან მოვიპოვეთ. არ მინდა მივეკუთვნებოდე იმ თაობას, რომელსაც საკუთარი წარსული არ ახსოვს", - განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ დემოკრატიის განმტკიცება, ევროკავშირს ნაციონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროსკეპტიკოსების რიცხვის ზრდა დაასახელა და მაგალითად „ბრექსიტი“ მოიყვანა. გარდა ამისა, მაკრონმა ევროკავშირს განვითარების ლიბერალური პროექტი წარუდგინა. მის მიერ შემუშავებული პროგრამა ერთიანი, ძლიერი და უსაფრთხო ევროპის ჩამოყალიბებაა, რომელიც არსებული გამოწვევების, მათ შორის რუსეთის წინაშე, უფრო დაცული იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)