|
2018-04-17 15:53:20, 2269 ნახვა
მსოფლიო
აშშ და ბრიტანეთი რუსეთს მასშტაბური კიბერთავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებენ
რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მომართული ჰაკერები აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მთავარ ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის გატეხვას აქტიურად ცდილობენ, - ამის შესახებ ვაშინგტონისა და ლონდონის უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბრიტანეთის კომპიუტერული უსაფრთხოების ცენტრის, FBI-ს და აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი განცხადების თანახმად, ორი ქვეყნის წინააღმდეგ გლობალური ჰაკერული კამპანია მიმდინარეობს. "სამომავლოდ ამას კიბერ თავდასხმებისთვის გამოიყენებენ", - ნათქვამია ორი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში. თეთრ სახლში პრესკონფერენციის დროს, კიბერუსაფრთხოების კოორდინატორმა რობ ჯოისმა განაცხადა, რომ ამ ჰაკერული კამპანიის ავტორი რუსეთია. მანვე დასძინა, რომ რუსეთის მიერ ჰაკერულ თავდასხმებში ამერიკაც და მისი მოკავშირეებიც დარწმუნებულნი არიან. ამერიკის და ბრიტანეთის დაზვერვამ დაადგინა, რომ ჰაკერების მთავარი სამიზნე ინტერნეტში მარშრუტიზაციის მონაცემებია. ბრიტანეთსა და აშშ-ს ავსტრალიაც შეუერთდა და განაცხადა, რომ მათი უწყებების ინფრასტრუქტურის გატეხვას რუსეთი 2017 წელს შეეცადა. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნები რუსეთს ჰაკერულ თავდასხმაში ადანაშაულებენ. მაგალითად, გასულ წელს გამოცემა Businessinsider-ი წერდა, რომ რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც 2016 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერივნენ, კიბერშეტევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით განახორციელეს. მედია საშუალების ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ფირმა Secureworks-მა დადგინდა, რომ 2015 წლის მარტიდან 2016 წლის მაისამდე ყველაზე მეტი ჩარევა რუსმა ჰაკერებმა ამერიკაში, უკრაინაში, რუსეთში, საქართველოსა და სირიაში განახორციელეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)