|
2018-04-17 10:52:50, 2114 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ორ ავიაბაზაზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს
სირიის საჰაერო დაცვის ძალებმა პროვინცია ჰომსში ავიაიერიშს უპასუხეს, - ამის შესახებ სააგენტო Sana იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, იერიშის სამიზნე ავიაბაზა შაირათი იყო. გარდაცვლილთა ან დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. სირიის ძალებმა დაახლოებით 10 რაკეტა მოიგერიეს. ამასთან, სააგენტო Al-Masdar-ი იტყობინება, რომ ავიაიერიში სირიის ბაზაზე ისრაელმა მიიტანა. გამოცემა წერს, რომ სირიის არმიამ ავიაიერიშს უპასუხა და სამხედრო თვითმფრინავებს რაკეტები დაუმიზნა. მოგვიანებით, გამოცემა Almayadeen-მა დაწერა, რომ დამასკოს მახლობლად კიდევ ერთი იერიში განხორციელდა, რომელიც აეროდრომზე მიიტანეს. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელმა სირიაზე ავიაიერიში მიიტანა. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ იერიშით ისინი პროირანულ მოძრაობა "ჰეზბოლას" იარაღის ტრანპოსრიტებაში უშლისიან ხელს. ჰეზბოლა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მხარეს იბრძვის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)