|
2018-04-16 19:37:54, 2222 ნახვა
მსოფლიო
ერევანში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას, 46 ადამიანი დაშავდა
ერევანში საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას, სულ მცირე 46 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ნაწილი უკვე გაეწერა. დაშავებულებს შორის 6 სამართალდამცველია. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქეებს ძირითადად ქვედა კიდურები აქვთ დაზიანებული, ხოლო პოლიციელებს დაზიანებები ბასრი საგნებით აქვთ მიყენებული. "ერთ-ერთ პოლიციელს ოპერაცია უტარდება", - დასძინეს უწყებაში. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. მათი თქმით, აქციების მიზანია 17 აპრილს სომხეთის პარლამენტის შენობის ბლოკირება და პრემიერ-მინისტრის არჩევნების ჩაშლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)