14:00 - 18 Aug, 2026
|
2018-04-16 17:33:45, 2401 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი: დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობები დღეს უფრო ცუდ დონეზეა, ვიდრე „ცივი ომის“ დროს
დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობები დღეს უფრო ცუდ დონეზეა, ვიდრე „ცივი ომის“ დროს იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობები ახლა უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვინაიდან „ცივი ომის“ დროს არსებობდა კომუნიკაციის არხები და დასავლეთი არ იყო რუსოფობიით ასე შეპყრობილი, რაც ახლა სანქციების საშუალების გენოციდის მოწყობას ემსგავსება“,- განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, 7 აპრილს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება არ მომხდარა და მისი სავარაუდო გამოყენების შესახებ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ს მიერ მოყვანილი მტკიცებულებები, მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)