|
2018-04-16 15:37:39, 2229 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიაში ქიმიური თავდასხმის დაუყოვნებლივ დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ. ამის შესახებ ლუქსემბრუგში მინისტრების მიმდინარე შეხვედრაზე მიღებულ განცხადებაშია ნათქვამი. ევროკავშირის მინისტრთა საბჭო ადასტურებს ევროკავშირის პოზიციას, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას. „ევროკავშირი აღშფოთებით აღნიშნავს სირიაში ქიმიური იარაღის კონვენციის დარღვევის ფაქტებს. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მისიის მუშაობას, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს იძიებს სირიაში“, - ნათქვამია განცხადებაში. მინისტრები მიიჩნევენ, რომ ეს დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, ხოლო პასუხისმგებელი პირები უნდა გასამართლდნენ. განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი მსოფლიოში ქიმიური იარაღის აკრძალვისა და ლიკვიდაციის მხარდაჭერაში ერთიანია. საბჭო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქიმიური იარაღის გამოყენება, მათ შორის იარაღად ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენება, იქნება ეს სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო მოთამაშე მკაცრდ დაისჯება. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, ირანს და თურქეთს უზრუნველყონ როგორც საომარი მოქმედებების შეწყვეტა და სირიის მთელ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი და უსაფრთხო წვდომა, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)