|
2018-04-16 10:31:39, 2024 ნახვა
მსოფლიო
შტაინმაიერი: მიუხედავად პუტინის ქმედებებისა, მთლიანად რუსეთი და რუსი ხალხი მტრად არ უნდა გამოვაცხადოთ
გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის და მისი მოსახლეობის მტრად გამოცხადების წინააღმდეგია. Deutsche Welle-ს ცნობით, პრეზიდენტი დასავლეთის ქვეყნებიდან რუსეთის ჩამოშორების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. „დიდ ქვეყნებს დიდი პასუხისმგებლობაც აკისრიათ. თუ სირიის საკითხში ვაშინგტონი და მოსკოვი ერთმანეთისკენ გზას ვერ გამოძებნიან, მაშინ სირიაში სიტუაციის გაუმჯობესების შანსები ნულის ტოლი იქნება“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. შტაინმაიერის თქმით, სირიაში პირველად შვიდი წლის განმავლობაში აშშ-ს და რუსეთის პირდაპირი კონფრონტაციის საფრთხე გაჩნდა. მანვე აღნიშნა, რომ მთელი ქვეყენა ხელისუფლებასთან არ უნდა გააიგივონ. „მიუხედავად პუტინის ქმედებებისა, ჩვენ არ უნდა გამოვაცხადოთ მთლიანად რუსეთი და რუსი ხალხი მტრებად. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ რუსეთთან დიალოგი და ამავდროულად პირადი კონტაქტებისას კრემლს უნდა გავაგებინოთ, თუ რა შედეგები მოჰყვება მის ქმედებებს რუსეთ-ევროპის ურთიერთობებისთვის“, - აღნიშნა შტაინმაიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)