|
2018-04-15 13:28:27, 2097 ნახვა
მსოფლიო
შვეიცარიის ლაბორატორიამ არ დაადასტურა, რომ სკრიპალები BZ-თი მოწამლეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შვეიცარიის ექსპერტებმა შპიცის ლაპორატორიაში დაადგინეს, რომ სკრიპალი და მისი ქალიშვილი არა ნერვულ- პარალიტიკური შხამით, „ნოვიჩოკით“, არამედ ნივთიერება BZ-ით მოწამლეს, რომელიც დასავლეთის ქვეყნებშია დამზადებული. თუმცა, ქალაქ შპიცში მდებარე ცენტრში მინისტრის მიერ გავრცელებული ცნობა არ დაადასტურეს. „მხოლოდ „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას“ შეუძლია მსგავს განცხადებებს უპასუხოს. ჩვენ გავიმეორებთ იმას, რაც 10 დღის წინ ვთქვით. ეჭვი არ გვეპარება, რომ პორტინ დაუნის ლაბორატორიამ „ნოვიჩოკის“ იდენტიფიცირება მოახდინა. როგორც პორტინ დაუნი, ისე შპიცის ლაბორატორია „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ მიერ სერტიფიცირებული დაწესებულებებია. სტანდარტები იმდენად მაღალი და მკაცრია, რომ დასკვნის ნდობა შესაძლებელია“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მამა-შვილი თავს კარგად გრძნობს. სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა, რასაც თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)