|
2018-04-14 18:52:49, 2301 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონის წარმომადგენელი: კოალიციური ძალების დარტყმამ სირიის ქიმიური იარაღის პროგრამას ბოლო მოუღო
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის კენეტ მაკკენზის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში ქიმიური იარაღის მწარმოებელ ობიექტებზე 105 სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ UsaToday იუწყება. პენტაგონის ცნობით, სარაკეტო იერიში სულ სამ ადგილას განხორციელდა - დამასკოს მახლობლად მდებარე კვლევით ცენტრზე და პროვინცია ჰომსის მახლობლად ქიმიური იარაღის 2 საწყობზე. მაკკენზის განცხადებით, ამ იერიშით სირიის ხელისუფლების ქიმიური იარაღის პროგრამას "რამდენიმე წლით" ბოლო მოეღო. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი წარმომადგენლის, დანა უაითის თქმით, ამერიკას სირიაში კონფლიქტის გაჩაღება არ სურს, თუმცა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას არ შეეგუება. მანვე დასძინა, რომ რაკეტებმა წარმატებით გაანადგურეს თითოული სამიზნე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)