|
2018-04-14 15:54:54, 1749 ნახვა
სამართალი
„ევროპული საქართველო“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის
„ევროპული საქართველო“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. როგორც პარტიის წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, „ევროპული საქართველო“ მზადაა, შესაბამისი ინიციატივა პარლამენტში ძალიან სწრაფ დროში შეიტანოს. ,,გუშინ თბილისში ჩვენ წარმოუდგენელი სისასტიკის მოწმე გავხდით. 25 წლის ქალი, ორი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ, მოკლეს. სამწუხაროდ, ქალებზე ძალადობა და არის სენი და სერიოზული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მიუხედავად ჩვენი პარტიული კუთვნილებისა, რომ გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ჩვენ, ევროპული საქართველო გამოვდივართ კონკრეტული ინიციატივით, რამაც შეიძლება შეამციროს ეს საფრთხე, დაიცვას მეტი ქალი. იმ შემთხვევაში როცა ქალი იძახებს პოლიციას და პოლიციელი ხედავს შემაკავაბელი ორდერის გამოწერის აუცილებლობას, ანუ ძალადობასთან გვაქვს საქმე, ამ დროს ერთი ფურცლის გამოწერის მაგივრად მოძალადე 48 საათით უნდა დააკავონ. ამ დროში შესაძლებელია მსხვერპლის ოჯახიდან რეალური განრიდება. საერთაშორისო გამოცდილებაც აჩვენებს, რომ პოლიციის გამოძახებიდან 48 საათი ყველაზე საშიში დროა ძალადობის განმეორებისთვის ან უარესი დანაშაულის ჩადენისთვის. ამ დროის შემდეგ ჩაერევა სასამართლო და ყველაფერი წავა იმ წესის მიხედვით, რაც ჩვენს ქვეყანაშია დადგენილი. ჩვენ ეს ინიციატივა განვიხილეთ უკვე რამდენიმე კვირის წინ უშუალოდ მსხვერპლებთან და არასამათავრობო ორგანიზაციებთან და მხარდაჭერა მოიპოვა მათგან. ვფიქრობთ, რომ დღეს აღარ არის გადადების დრო, მზად ვართ ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)