|
2018-04-14 15:10:22, 2167 ნახვა
მსოფლიო
მერკელი: სირიაში სამხედრო ჩარევა აუცილებელი და გამართლებული იყო
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეფასებით, სირიაში სამხედრო ჩარევა აუცილებელი და გამართლებული იყო, - ამის შესახებ DW იუწყება. როგორც მერკელმა აღნიშნა, მსგავსი ნაბიჯებით უნდა შენარჩუნდეს მსოფლიო ბოიკოტი ქიმიური იარაღის წინააღმდეგ. „ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ ჩვენმა ამერიკელმა, ბრიტანელმა და ფრანგმა მოკავშირეებმა ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს. სამხედრო ჩარევა აუცილებელი და გამართლებული ნაბიჯი იყო, რათა შენარჩუნდეს ქიმიური იარაღის მიმართ მსოფლიო ბოიკოტი და სირიული რეჟიმი მომდევნო შეცდომებისგან დავიცვათ", - განაცხადა მერკელმა. ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და სირიაზე განხორციელებული იერიში დაგმო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)