|
2018-04-14 14:02:08, 2051 ნახვა
მსოფლიო
იუნკერი: სარაკეტო დარტყმა იყო პასუხი ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი სირიაში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურა. როგორც იუნკერი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელი და დასაგმობია. "საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკამ კოორდინირებულად განახორციელეს სარაკეტო დარტყმა სირიაზე, რომელიც იყო პასუხი ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. მსგავსი იარაღის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელი და დასაგმობია. საერთაშორისო საზოგადოებას აქვს ვალდებულება გამოავლინოს ის პასუხისმგებელი პირები, ვინც ნებისმიერ ქიმიურ თავდასხმას ახორციელებს. ეს არ იყო პირველი შემთხვა, როდესაც სირიამ თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, თუმცა ეს უნდა გახდეს ბოლო შემთხვევა", - ნათქვამია ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და სირიაზე განხორციელებული იერიში დაგმო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)