|
2018-04-14 12:18:13, 2384 ნახვა
მსოფლიო
აიათოლა ალი ხამენეი: ამერიკის, საფრანგეთის და ბრიტანეთის ლიდერები კრიმინალები არიან
ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სირიაზე განხორციელებულ იერიშს ეხმაურება, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. როგორც ხამენეიმ აღნიშნა, საერთაშორისო კოალიციაში შემავალი აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი კრიმინალები არიან. „დღეს დილით სირიაზე მიტანილი იერიში დანაშაულს წარმოადგენს. აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კრიმინალები არიან და მათ დიდი დანაშაული ჩაიდინეს. ისინი ამით სარგებელს ვერ მიიღებენ, ისევე როგორც გასულ წლებში ვერ მიიღეს ერაყში, სირიასა და ავღანეთში, სადაც ასეთივე დანაშაულს ჩადიოდნენ“, - განაცხადა ირანის ლიდერმა. ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)