|
2018-04-14 11:44:17, 2048 ნახვა
მსოფლიო
ტუსკი: სირიული რეჟიმი რუსეთთან და ირანთან ერთად, ამ ადამიანურ ტრაგედიას ვეღარ გააგრძელებს
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი საერთაშორისო კოალიციის მიერ სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას დადებითად აფასებს. შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს თავმჯდომარემ Twitter-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა. „აშშ-ს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დარტყმები იმაზე მეტყველებს, რომ სირიული რეჟიმი რუსეთთან და ირანთან ერთად ვეღარ გააგრძელებს ამ ადამიანურ ტრაგედიას, ყოველშემთხვევაში ისე არა, რომ სანაცვლოდ პასუხი არ აგონ. ევროკავშირი მოკავშირეებთან ერთად სამართლიანობის მხარეს იქნება“, - წერს დონალდ ტუსკი. ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)